A1 ბანერი

სირიაში ტერორისტულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

გუშინ, სირიაში სამი თვითმკვლელი-ტერორისტი ადამიანთა ჯგუფს თავს დაესხა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

“თავდასხმა სოფელ ბაგუზის მაცხოვრებლების წინააღმდეგ განხორციელდა. შემთხვევა ჰუმანიტარული დერეფნის ტერიტორიაზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელ-ტერორისტებს ქალის ტანისამოსი ეცვათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულთა სამოქალაქო პირები არიან, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ეს სამოქალაქო პირებზე განხორციელებული პირველი თავდასხმა, რომელიც ბაგუზში სირიის დემოკრატიული ძალების შეტევის დაწყებიდან ხუთი კვირის შემდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...