A1 ბანერი

სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ავიაიერიშები განახორციელა, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაიერიშები სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორში განხორციელდა.

წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორში აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ ავიაიერიშები განახორციელა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო იერიშებს სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...