სირიაში ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთი ევროკავშირთან თანამშრომლობას გადახედავს

ანკარა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან თანამშრომლობას “სერიოზულად გადახედავს”, მიზეზი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ევროკავშირისთვის მიუღებელია მიდგომა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაცვას ეხება”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ციტირებს.

ორშაბათს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომლითაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის მიერ დაწყებული შეიარაღებული ოპერაცია დაგმეს.

ევროკავშირის განცხადებით, თურქეთის ქმედებები ”გაერო-ს ხელმძღვანელობით, სირიაში მშვიდობის მისაღწევად პოლიტიკურ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს”.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოპერაციამ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციის მიერ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ “ისლამური სახელმწიფო” ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

”ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის უსაფრთხოების პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა განიხილებოდეს და არა სამხედრო მოქმედებებით”, -აცხადებენ ევროკავშირში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად