სირიაში ნაღმის აფეთქებას 7 ბავშვი ემსხვერპლა

სირიაში, პროვინცია დეირ-ეზ-ზორში, დელბანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად კი, დაიღუპნენ ბავშვები, რომელთა ასაკი 9-დან 13-მდეა.

ინციდენტი მოხდა იქ, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. დაშავებული ბავშვები, რომლებიც თავის, კისრისა და მუცლის არეში მიღებული ჭრილობებით გადაიყვანეს, საავადმყოფოში დაიღუპნენ.

მომხდარზე პასუხისმგელობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ივნისის შუა რიცხვებში კი, სირიის ერთ-ერთ დასახლებას, რომელიც ალეპოს სამხრეთით მდებარეობს, თავს შეიარაღებული ბანდფორმირებები დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 11 მშვიდობიანი მაცხოვრებელი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...