სირიაში მომხდარ ტერაქტს მინიმუმ 9 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ ცხრა ადამიანი დაიღუპა კვირას სირიის პროვინცია ჰამაში, სალამია-ატრაიას საავტომობილო გზის გასწვრივ სამ ავტობუსზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ გუბერნატორმა ტარეკ კრეიშატმა განაცხადა.

“სირიის არმიის ჯარისკაცებმა უკვე აღადგინეს კონტროლი მაგისტრალზე და უზრუნველყვეს უსაფრთხოება მანქანებისთვის”, – თქვა მან. მისი თქმით, ამ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის ცხრაა. “შვიდი სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მივიდა და დაჭრილები ჰამასა და სალამიას საავადმყოფოებში გადაიყვანა.” – თქვა გუბერნატორმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამ ტერიტორიაზე მოქმედმა ბანდამ, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ნაწილია, შეიარაღებული დივერსია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მისული სირიელი ჯარისკაცები დევნიან ბოევიკებს. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ატრაიას მხარეში შეტაკება მოხდა ჯარისკაცებსა და ტერორისტებს შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად