სირიაში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ თელ აბიადში, რომელიც თურქეთთან საზღვართან მდებარეობს, ბაზართან მომხდარი აფეთქების შედეგად, მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც არიან.

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად კიდევ 20 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ აფეთქების უკან სირიის სახალხო თავდაცვის ძალები დგანან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად