სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთი NATO-სთან კონსულტაციებს იწყებს

სირიაში, კერძოდ კი იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთი NATO-სთან კონსულტაციებს იწყებს.

თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერის განცხადებით, თურქეთი ამ თავდასხმას განიხილავს, როგორც NATO-ზე თავდასხმას.

შეგახსენებთ, რომ იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად