სირიაში ავიაიერიშის შედეგად, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის საჰაერო ძალების მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვის დროს სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იერიშების შედეგად ასევე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინციდენტი იდლიბის პროვინციაში მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაიერიშები დაგმო და აღნიშნა, რომ მომხდარი დეესკალაციის ზონაში რუსეთთან არსებულ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ კოლონის გაგზავნის მიზანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, კერძოდ გზებზე წესრიგის დაცვა, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის თავიდან აცილება.

ადრე, სირიის სააგენტო SANA სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის ჯარი იდლიბის ტერიტორიაზე შევიდა.

”სირია მიიჩნევს, რომ თურქეთმა იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სამხედრო კოლონა იდლიბის პროვინციაში გაგზავნა“, – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დამასკო ” თურქეთის ამ აშკარა ჩარევას მკაცრად გმობს” და ანკარას სირიის ”სუვერენიტეტის დაუფიქრებელ დარღვევაში ადანაშაულებს ”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...