სირია თურქეთს ქვეყნის სუვერნიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

თურქეთის ჯავშანტექნიკამ სირიის საზღვარი გადაკვეთა და ქალაქ სარაკიბში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ტექნიკა ილდიბის პროვინციაში ქალაქ შან- შეიხუნის მიმართულებით მოძრაობს.
”სირია მიიჩნევს, რომ თურქეთმა იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სამხედრო კოლონა იდლიბის პროვინციაში გაგზავნა“, – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დამასკო ” თურქეთის ამ აშკარა ჩარევას მკაცრად გმობს” და ანკარას სირიის ”სუვერენიტეტის დაუფიქრებელ დარღვევაში ადანაშაულებს ”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად