სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 მარტს საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სააგენტოს ცნობით, თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

25-26 მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად