სინჯიკაშილი: ნატამ მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით პროდუქტები გაჭირვებულებს დაურიგა

ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას შესახებ წერს, რომელიც მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა. 

"ეს ადამიანი არის ერთერთი მაგარი ქართველი და ძალიან გულიანი გოგო, ნატა ვაჩეიშვილი, რომელმაც მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით დღეს პროდუქტები იყიდა და ქუჩაში სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგა. საჭმელი შეხვდათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ
მგონია, რომ ბევრი უნდა აკეთებდეს ამას. უამრავი ადამიანი გავახარეთ",-წერს აკა სინჯიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად