სინგაპურის უფროსი მინისტრი: შემდეგი გლობალური პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს

“შემდეგი გლობალური პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მსოფლიომ ამისათვის მზადება ახლავე უნდა დაიწყოს”, – ამის შესახებ სინგაპურის უფროსმა მინისტრმა, თარმან შანმუგურატნამ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თარმან შანმუგურატნა G-20-ის გლობალური საექსპერტო ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მან გასულ კვირას გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მომავალი ეპიდემიებისა და მათზე სწრაფად რეაგირების ზომებია განხილული.

ეს ღონისძიებები მოიცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “უკეთეს და საიმედო დაფინანსებას”.

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ COVID-ის დასრულებას, რადგან შემდეგი პანდემია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს”, – განაცხადა G-20-ის ექსპერტმა.

კომენტარები
იტვირთება...