სინძო აბე: მსოფლიოში ახლა არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ტოკიოში ოლიმპიადა ჩავატაროთ

პარლამენტში გამოსვლისას, იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარება, როდესაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.

“მიმაჩნია, რომ მსოფლიოში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ოლიმპიადა ჩავატაროთ”, – განაცხადა სინძო აბემ.

​მისი თქმით, იგი აპირებს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან.

აქამდე აბე არ გამორიცხავდა, რომ ოლიმპიადის ჩატარების თარიღები გადაწეულიყო. მისი თქმით, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება.

კანადისა და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა კი მანამდე განაცხადეს, რომ არ აპირებენ ოლიმპიადაზე თავიანთი სპორტსმენების გაგზავნას და აგრეთვე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდეს, რომ ერთი წლით გადადოს ოლიმპიადის ჩატარება.

22 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიადის ჩატარების შესახებ ერთი თვის განმავლობაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად