სიმსივნით დაავადებული 9 წლის ჯეიკობ ტომსონი ბოლო შობაზე ხალხისგან ბარათებს ელის (ვიდეო)

სიმსივნით დაავადებული 9 წლის ჯეიკობ ტომსონი და მისი ოჯახი საშობაო მილოცვებს და ბარათებს მთელი მსოფლიოდან ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

9 წლის ჯეიკობ ტომსონი სიმსივნეს პორტლენდში, ბარბარა ბუშის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში ებრძვის.

როდესაც ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ მას ერთი თვის სიცოცხლე დარჩა, ჯეიკობის ოჯახმა „ფეისბუქზე“ ხალხს მისთვის ბარათების გამოგზავნა სთხოვა, რათა მან შობის დასაწყისის განსაკუთრებულად იზეიმოს.მალე ჯეიკობმა 100 ბარათი მიიღო.

როგორც მისმა დედამ, მიშელ სიმარდმა ABC News განუცხადა, ის იღიმის და სახე უნათდება, როდესაც ხალხისგან მხარდაჭერას გრძნობს. 

9 წლის ჯეიკობ ტომსონს სიმსინის დიაგნოზი 2014 წლის თებერვალში დაუსვეს, როდესაც ის 5 წლის იყო.

საშობაო ბარათების გაგზავნის მსურვეკებმა ის უნდა გაგზავნონ მისამართზე – Jacob Thompson

C/O Maine Medical Center

22 Bramhall Street

Portland, ME 04102

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად