სიმონ ნოზაძე: არ მგონია, სრულად მაჟორიტარულ სისტემას ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს

სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიმონ ნოზაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც წესი, მაჟორიტარად იმ ადამიანებს ირჩევენ ადგილებზე, ვისაც გარკვეული ბექგრაუნდი აქვს და პოპულარობით სარგებლობს საარჩევნო უბანზე. ეს პროექტი გაუმართლებლად მიმაჩნია.

ეს უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ… არ მგონია, სრულად მაჟორიტარულ სისტემას ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად