სილვიო ბერლუსკონის საიდუმლო შეხვედრა ყოფილ თანაგუნდელებთან

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი ყოფილ თანაგუნდელებს რომში, საკუთარ სახლში შეხვდა – ამის შესახებ ipress-ის კორესპნდენტი რომიდან იუწყება.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო. როგორც ipress-ს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და გუნდის წევრების პოლიტიკური პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

სახლის მთავარი შესასვლელიდან მხოლოდ ყოფილი რეგიონული განვითარების მინისტრი გამოვიდა, თუმცა კომენტარი დეტალების შესახებ არც მას გაუკეთებია.

კომენტარები
იტვირთება...