სილქნეტი აგრძელებს ერთდღიან აქციებს, სადაც აბონენტს შეეძლება მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
მხოლოდ 20 ოქტომბერს, კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად
700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.