სილქფესტი ერთი დღით ინტერნეტისა და სასაუბრო პაკეტების რჩეულ კომბინაციებს შეთავაზებს მომხმარებელს

ერთდღიანი აქციის ფარგლებში, 11 ნოემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.

  • ულიმიტო ინტერნეტი 19₾  – კომბინაციით *019#
  • ულიმიტო სასაუბრო – 10₾ კომბინაციით *202#
  • 3GB – 4₾  კომბინაციით*202#
  • 5GB + 100 წუთი – 7₾  კომბინაციით *202#

პაკეტების გააქტიურდება 30 დღით.

მომხმარებელი შეძლებს შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე აღნიშნული შეთავაზებების ჩართვას.ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს და ისარგებლოს  რჩეული კომბინაციებით.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, ინტერნეტით სარგებლობის ტარიფია  – 1 MB – 15 თეთრი. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის  თბილისსა და რეგიონებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად