სილქნეტმა ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა

გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსის და კონკურენციის ექსპერტის მიერ ნათქვამია: „მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების (მობილური ვირტუალური ოპერატორების) დაშვება“.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე ვითარება სხვაგვარია. გვინდა მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური კომპანიის, Analysys Mason-ის შეფასება დღეისათვის საქართველოს ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. Analysys Mason-თან ერთად ჩვენი თითქმის ერთი წელია, ვაწარმოებთ კვლევას საქართველოს მობილურ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლაზე. შედეგად, Analysys Mason-ი თავის კვლევაში აცხადებს: „დღეისათვის საქართველოში ბაზარი საკმარისად კონკურენტულია და ვერ ვხედავთ ბაზრის არაეფექტურად ფუნქციონირების ისეთ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გამართლებული იქნებოდა MVNO-ების დაშვების წინასწარი რეგულირების დაწესება“;
მისივე კვლევებში ნათქვამია: „საქართველოს ბაზარზე ოპერირებს სამი სრულფასოვანი ქსელური მობილური ოპერატორი, რომლებიც კონკურენტულ და მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობენ აბონენტებს უახლესი სტანდარტების გამოყენებით (მათ შორის 4G,4.5G, 4.9G)“.
ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი კონკურენტები, ყოველწლიურად ვახორციელებთ ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებას, რაც მუდმივად განგრძნობითი პროცესია და სამომავლოდაც ვგეგმავთ არანაკლები ინვესტიციების გაწევას უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, რათა მომხმარებელს კვლავაც შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება, მათ შორის 5G ტექნოლოგიის გამოყენებით.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მობილური საცალო ბაზარი ეფექტურად კონკურენტულია.
გვინდა, აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არაერთი თვეა, ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ვმუშაობთ მარეგულირებელ კომისიასთან. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორია Analysys Mason -ი. კვლევა დასრულებულია და დღეს გადავეცით მარეგულირებელ კომისიას. ჩვენ დაველოდებით, სანამ კომისია განიხილავს საკითხს და ჩვენს შეჯერებულ პოზიციას გავასაჯაროვებთ უახლოეს მომავალში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად