სილქნეტმა საიტების ფილტრაციის სერვისზე, “ინტერნეტ მშობელი”, აქცია აამოქმედა

სერვისი  “ინტერნეტ მშობელი” ინტერნეტის ფილტრაციის  საშუალებას იძლევა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად შეზღუდოს წვდომა კონკრეტულ საიტებზე და/ან საიტების კატეგორიებზე. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ მშობელს, ორი თვით, უფასოდ შეეძლება აღნიშნული სერვისის გააქტიურება.

აქციის ამოწურვისას სერვისის ყოველთვიური ღირებულება გახდება 3 ლარი.

„ინტერნეტ მშობელი“ ხელმისაწვდომია სილქნეტის ოპტიკური ქსელით (GPON) მოსარგებლე ფიზიკური პირებისთვის.  გააქტიურებისთანავე, სერვისის კონფიგურაცია გავრცელდება ბინაში არსებულ სილქნეტის როუტერთან (მოდემი, WiFi) დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე.

მომხმარებელი თავად მართავს ინტერნეტ ფილტრაციის კატეგორიებს პორტალიდან my.silknet.com. ამავე პორტალზე აბონენტს შეეძლება სასურველი ფილტრების მიხედვით, მაქსიმუმ 1 თვის    სტატისტიკის ნახვა. სურვილის შემთხვევაში, ყოველკვირეულ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მეილზეც.

სერვისის მომწოდებელია საერთაშორისო კომპანია SafeDNS.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...