სილქნეტის ოპტიკის  ზონას ახმეტა დაემატა

კომპანია სილქნეტი ოპტიკურ ქსელში ახალ ქალაქებს რთავს. დღეიდან ახმეტის მცხოვრებთ შესაძლებლობა მიეცემათ  დარეგისტრირდნენ სხვადასხვა შეთავაზებაში და მაღალტექნოლოგიური სერვისით ისარგებლონ:

„ორმაგი“ შეთავაზების პაკეტები  29 ლარიდან იწყება და მოიცავს ინტერნეტ (20მბ/წმ) და სატელევიზიო მომსახურებას- გადახვევა დაპაუზების ფუნქციით;

შეთავაზება Silk+ – მოიცავს ინტერნეტსაც, ტელევიზიასაც და მობილურ კავშირს – 34 ლარიდან.

ასევე მოქმედებს ცალკეული პაკეტები ინტერნეტსა და ტელევიზიაზე.

კომპანიას სხვადასხვა შეთავაზებები აქვს დსლ- ქსელშიც.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის ჩათვლით რეგისტრირებული აბონენტებისთვის, ინსტალაცია უფასოა.

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს შეეძლება HD ხარისხით უყუროს სპორტულ, კინო, შემეცნებით და სხვა სატელევიზიო არხებს, მიიღოს  ინტერნეტი 20 მბ/წმ-დან, ხოლო სურვილის შემთხვევაში გაზარდოს სიჩქარე სხვადასხვა შეთავაზებით.

მრავალფეროვანი სატელევიზიო კონტენტი და კონვერგენტული შეთავაზებები, სილქნეტს გამოარჩევს სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან.  რეგიონებში სილქნეტის ოპტიკური ქსელი ოცზე მეტ ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტშია  დანერგილი: რუსთავი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე,კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, ქუთაისსა და ზესტაფონს, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, კომპანია უკვე კერძო დასახლებების დაკაბელებაზე მუშაობს. დასრულებულია სამუშაოები  ცალკეულ უბნებზე  : ზესტაფონში – კერძო დასახლებებში, ქუთაისში – უბანი „პლაშადკა“.

სასურველი პაკეტის შერჩევა შესაძლებელია საიტზე www.silknet.com; ასევე  ცხელი ხაზის (032 2 100 100) მეშვეობით, სადაც მიმდინარეობს მსურველების რეგისტრაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად