სილქნეტის  მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. 

პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. 

Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური  5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს  და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს მობილური ნომრის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდება, მომსახურება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 30 დღით იმავე პირობით. 

პორტალზე განთავსებული ყველა კატეგორია პრემიუმ ვერსიისაა: სპორტის სახეობები, ხატვა, ფაზლი, ტიკ ტაკი, ცნობილი სტრატეგიული თამაშები და საუკეთესო გასართობი ნაკრები გათვლილია  სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მომხმარებელზე. 

ჟანრობრივად დაყოფილ თამაშებს  თან ერთვის მოკლე ინფორმაცია და ვიდეო გიდი. შესაძლებელია  ჩამოტვირთვა და ინდივიდუალურად თამაში, ასევე აქვს მულტიფლეიერის კატეგორია, სადაც მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებთ. 

თამაშები ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური მობილური ნომრებისთვის.  

სერვისის დეაქტივაციის სურვილის შემთხვევაში  მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს SMS-ი სიტყვით “NO” ნომერზე 90066.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...