სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ

ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტი ვირუსის პრევენციის ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და თავის აბონენტებს უზრუნველყოფს დისტანცირებული მომსახურების სხვადასხვა საშუალებებით.

ამასთანავე, ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად მიღებასაც, როგორიც ონლაინ საბანკო მომსახურებაა.

სწორედ ამიტომ, სილქნეტი შეუერთდა საქართველოს ბანკის ინიციატივას, მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს საბანკო მომსახურება და ამისათვის არ შეაფერხებს თავისი აბონენტების წვდომას მობილბანკის სერვისებზე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა აბონენტს ანგარიშზე მეგაბაიტები.

31 მარტიდან საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით სარგებლობა ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკის მობილბანკის მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საბანკო მომსახურებით.

სილქნეტის მობილურ აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციით და ასევე მობილბანკის ვებ ვერსიით სარგებლობისას ინტერნეტის პაკეტის და მობილურ ბალანსზე თანხის არქონის შემთხვევაში, ბანკის ამ პროდუქტებთან წვდომა შეუზღუდავად შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად