A1 ბანერი

“სილქნეტი” თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში “სილქნეტმა” მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი”ავრცელებს.

ასევე, შექმნა ახალი კონვერგენტული პროდუქტი – სილქ +, რომელიც არის მობილურის, ინტერნეტის და ტელევიზიის ერთობლიობა. გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას აბონენტთა მეტი კომფორტისთვის.

1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს.

დეტალური ინფორმაცია ამ სიახლეების შესახებ იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...