“სილქნეტი”: მნიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები შეფერხების აღმოსაფხვრელად

“სილქნეტი”, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ინტერნეტის და ტელევიიის შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

“სილქნეტის ოპტიკური ქსელის აბონენტებს თბილისის ზოგიერთ ცენტრალურ უბანში, შეზღუდული აქვთ ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება. ამის მიზეზი, ამჟამად დგინდება. ეს უბნებია, ვაკის ნაწილი, ბაგების ნაწილი, კოჯორი, კაკლების დასახლება. შეფერხება ასევე ფიქსირდება დოლიძის და ხილიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ჩვენს მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები შეფერხების აღმოსაფხვრელად, რათა უახლოეს დროში მოხდეს მომსახურების აღდგენა” – მიმართავს “სილქნეტი” მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად