“სილქნეტი” განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

“სილქნეტი” განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ.

“ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს.
ყოფილ თანამშრომელთა მხრიდან ზემოაღნიშნული პროცესების დაწყებამდე, ამავე თანამშრომლების გარკვეული ნაწილის მიერ, ადგილი ჰქონდა კომპანიაში არაერთგზის ყალბი საავადმყოფო ფურცლების, ეგრეთწოდებული ბიულეტინების, წარდგენას, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე ათობით ათასი ლარის კომპანიის თანხების მითვისება. აღნიშნული ფაქტების შესახებ, სილქნეტმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.
ფაქტების შესწავლის პროცესში, თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვა სამუშაო პროცესი და ისინი არ გამოცხადდნენ სამუშაოზე, რასაც კომპანიის მხრიდან მოჰყვა მოქმედი კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული რეაგირება.
მიუხედავად ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობისა, კომპანია სილქნეტისთვის, თანამშრომლებზე ზრუნვა კვლავაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სილქნეტი სრულად ინარჩუნებს თანამშრომლების გუნდს შრომის ანაზღაურების შემცირების გარეშე”, – წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად