სილქნეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სტარტაპ ლაბის პროგრამის პარტნიორია

BTU-ს ბაზაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა აამოქმედა. 4 კვირის განმავლობაში, MIT-ს სპეციალისტები შერჩეულ კანდიდატებს აქსელერაციის მიმართულებით ინტენსიური ტრენინგების ფორმატში გადაამზადებენ. 31 იანვარს სტარტაპების ფინალური დემო დღე გაიმართება.

პროექტში სულ 28 სტუდენტი მონაწილეობს, 18 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეული კანდიდატი.

პროექტის განხორციელების პარტნიორია სილქნეტი. სილქნეტის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ბიზნესის პოზიციონირების, პროდუქტის განვითარებისა და ინვესტორთან წარმატებული პრეზენტაციის (Pitch-ის) ჩატარების მიმართულებით. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლობა დაესწრება მონაწილე გუნდების ყველა პრეზენტაციას და გამარჯვებულს გადასცემს ჯილდოს სტარტაპის განვითარებისთვის.

MIT“ 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნილი აქვთ 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს.

რეგიონში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შემოსვლა, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია.

MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

კომპანია სილქნეტი ახალგაზრდებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. არის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდამჭერი, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდას” სპონსორი.კომპანიის ხელშეწყობით ქართულ ენაზე გამოიცემა საერთაშორისო შემეცნებითი ჟურნალი National Geographic.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად