სილქნეტი აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში დაფარვის ზონას წნორი დაემატა

სილქნეტმა წნორში ოპტიკური ქსელით დაკაბელების სამუშაოები დაასრულა. დღეიდან მსურველებს შეეძლებათ ისარგებლონ უსწრაფესი ინტერნეტით (20მბ/წმ-დან) და მრავალფეროვანი სატელევიზიო სერვისით, რომელსაც გადახვევის, დაპაუზების, დროზე გადასვლის ფუნქცია აქვს.

ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ცალკეული პაკეტების გარდა, მომხმარებლებისთვის მოქმედებს სხვადასხვა შეთავაზება:
„ორმაგი“- მოიცავს ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას – 29 ლარიდან;
Silk+ – მოიცავს ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილურ კავშირს – 34 ლარიდან.

კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაო უფრო მეტ აბონენტს აძლევს შესაძლებლობას, სილქნეტის მაღალტექნოლოგიური სერვისი მიიღოს, გაიაქტიუროს სპორტული, კინო, შემეცნებითი და სხვა სატელევიზიო არხები, უფასოდ ისარგებლოს სასკოლო ვიდეო გაკვეთილებით – „საშინაო სკოლა“. კინომოყვარულებისთვის შექმნილია კატალოგი Amediateka, რომელშიც შესულია მსოფლიოს წამყვანი სტუდიების HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალები და ფილმები.

ოპტიკური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს „სილქ კლუბში“ და დაგროვილი ქულებით მეტი მომსახურება მიიღოს, როგორც ინტერნეტ, ისე სატელევიზიო სერვისზე.

სილქნეტის ოპტიკური ქსელით, თბილისის გარდა, სარგებლობენ ოცზე მეტ ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში: რუსთავი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე,კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე.

ოპტიკურ ქსელში ჩართვა შესაძლებელია ცხელი ხაზის (032 2 100 100) მეშვეობით.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“, სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლის 12 მარტიდან ოპერირებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია ფლობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი (2500 თანამშრომელი).

მობილურ კომპანია „ჯეოსელთან“ შერწყმის შედეგად (2018წ), სილქნეტი მომხმარებელს აწვდის კონვერგენტულ სატელეკომუნიკაციო სერვისს ოთხი მიმართულებით: ინტერნეტი; სატელევიზიო სერვისი SilkTV; მობილური კავშირი “ჯეოსელი” და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება.

სილქნეტი შეფასებულია რეიტინგებით B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩი (Fitch Ratings).

„სილქნეტი-ყველაფერი კავშირშია!“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად