სილაგაძემ მშვენიერაძის დასმულ კითხვას გამოხატვის თავისუფლებაზე ვერ უპასუხა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ გამოხატვის თავისუფლებაზე დასმულ კითხვას ვერ უპასუხა. მას აღნიშნული საკითხი თანასწორობის უფლებაში აერია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ მიმართა.

“კონსტიტუცია რა შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას, რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და როგორია ტესტი, რომელსაც სასამართლო ატარებს შეზღუდვის შემოწმების დროს?” – ჰკითხა გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ “გამოხატვის თავისუფლება უნდა იქნეს დაცული, ოღონდ მთავარია, რომ ვიღაცის უფლება ამით არ შეილახოს. სხვის უფლებებს არ უნდა შევეხოთ. ტესტის ორი ვარიანტი არსებობს – მკაცრი და მარტივი. მკაცრი შემოწმების ტესტმა ოთხი საფეხური უნდა გაიაროს. მეორე არის შედარებით მარტივი”.

მას შემდეგ, რაც გიორგი მშვენიერაძემ შეახსენა, რომ ეს ხომ თანასწორობის უფლებაზე გამოიყენება და არა გამოხატვის თავისუფლებაზე, პაატა სილაგაძემ უპასუხა: “დიახ. გადავიღალე უკვე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად