სიკვდილს გადარჩენილი ზოოპარკის ბინადრები (ფოტორეპორტაჟი)

თბილისის ზოოპარკი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მართლაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ განადგურებულია. ზოოპარკში ვერ ნახავთ ვერც ერთ ადგილს, რომელსაც სტიქიის კვალი არ ეტყობა. თუმცა ნახავთ ბინადრებს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ.

ზოოპარკი დღეს მედიისთვის ღია იყო და ჟურნალისტებს მისი დათვალიერების შეუზღუდავი საშუალება მიეცათ. გაწმენდით სამუშაოებში როგორც მერიის, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იღებენ. ზოოპარკში ასევე შენიშნავთ უცხოელ მოხალისეებსაც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. 

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, სულ მცირე 300 ზოოპარკის ბინადარი მოკვდა. სტიქიას 19 ადამიანის ემსხვერპლა.

ალეკო შარვაძის ფოტორეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად