ალეკო ელისაშვილი “ევროპულ საქართველოზე: სიკვდილს არ აპირებენ, მაგრამ ვის რაში სჭირდება მაგათთან კოალიცია

სიკვდილს არ აპირებენ, მაგრამ ვის რაში სჭირდება მაგათთან კოალიცია?! – ასე პასუხობს “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ევროპულ საქართველოს” “პალიტრანიუსის” ეთერიდან.

კითხვაზე, თქვით, რომ კოალაციას ვისთანაც შექმნიდით, ყველა წევს მთაწმინდაზე. “ევროპულმა საქართველომ” კი გიპასუხათ, რომ ჯერ სიკვდილს არ აპირებენ და ოპოზიციის ოპოზიციად მოგიხსენიათ, – რაზეც ალეკო ელისაშვილი ასე პასუხობს:

“სიკვდილს არ აპირებენ, მაგრამ ვის რაში სჭირდება მაგათთან კოალიცია. ერთი ეგ არის საინტერესო. კი, ჩემთვის საფიცარი ხალხი, საფიცარი პოლიტიკოსები… დიდუბის პანთეონსაც, მთწამინდის პანთეონსაც და ყველა პანთეონს ჰქვია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, მე მგონი დროა მისი დასახელების ცვლილებაზეც ვიფიქროთ. იმიტომ, რომ იქ მარტო საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები კი არ არიან დაკრძალულები. ასევე პოლიტიკოსები არიან დაკრძალული. ჩემი საფიცარი ხალხი ვინც არის – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი… პოლიტიკოსები იყვნენ ისინი. თუ ვინმესთან ვიოცნებებდი კოალიციას ის ხალხია. რა თქმა უნდა, მე მათ არ ვედრები და ფეხთა მტვრადაც კი არ ვღირვად ამ ადამიანების. ერთ სასწორზე რომ დავალაგოთ “ევროპული საქართველო” თავის ლიდერებიანად და ის ხალხი, ვინც ჩამოვთვალე, აბა ვისთან ვისურვებდი კოალიციას?!  რა გაუკვირდათ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად