სიკვდილი დიქტატორს!” – ირანში, დემონსტრანტები უკრაინული ბოინგის ჩამოგდების გამო, ჰამეინის გადადგომას ითხოვენ

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები უმაღლესი სულიერი ლიდერის და მთავარსარდლის – აიათოლა ალი ჰამეინის გადადგომას ითხოვენ.

თავდაპირველი მრავალგზისი უარყოფის შემდეგ ირანმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება აღიარა და განაცხადა, რომ ეს “უნებლიედ”, “არაწინასწარგანზრახულად” მოხდა.

ირანის ხელისუფალთა ამ აღიარებას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. ამირ კაბირის სახელობის თეირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წინ (გავრცელებული ცნობის თანახმად, დაღუპულებიდან 10 ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია), დღეს, საღამოს შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა, აიათოლა ალი ჰამეინის – უმაღლესი სულიერი ლიდერის და მთავარსარდლის გადადგომა მოითხოვა.

ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედროებმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი „უნებლიედ“ ჩამოაგდეს, “არაწინასწარგანზრახულად”.

პროტესტანტები თვლიან, რომ ირანი არ აპირებდა დანაშაულის აღიარებას და მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ზეწოლის შედეგად გააკეთა განცხადება და საკუთარ დანაშაულს “ადამიანური შეცდომა” უწოდა.

დემონსტრანტების თქმით, გაუგებარია, რატომ არ იყო ჩაკეტილი ირანის საჰაერო სივრცე ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშის დროს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი, 10 შვედი, 4 ავღანელი, 3 ნიდერლანდელი, 3 ბრიტანელი – სულ 176 კაცი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად