სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა გაქურდეს

ქურდობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა გვიან ღამით მაშნაარის საჯარო სკოლაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ინფორმატიკის კაბინეტის ბოქლომი გატეხეს,საიდანც წაღებულია 2 სასწავლო კომპიუტერი. ასევე
დაზიანებულია ფანჯრის გისოსები.

ქურდობის ფაქტი დარაჯმა დღეს დილით შეიტყო, რის შემდეგაც სამართალდამცავები გამოიძახა. 

ადგილზე ამდრომდე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...