სიღნაღის გამგებელი: სოფელ მაღაროსა და ბოდბეში საგანგაშო სიტუაცია არაა

"სოფელ ქვემო მაღაროში და ბოდბეში ამ ეტაპზე ნგრევა დაფიქსრებული არ არის. სოფლის წარმომადგენლები და დეპუტატები გასულები არიან უბნებში და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, რამე ძველი სახლი ხომ არ დაინგრა, თორემ,  ამ ეტაპზე საგანგაში სიტუაცია არ არსებობს", – ამის შესახებ "აიპრესს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა.

როგორც "აიპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, "სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით: დაფიქსირდა მიწისძვრა 4.9 მაგნიტუდა ( 7 ბალი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო მაღაროსთან 16კმ-ში. ნგრევა და მსხვერპლზე ინფორმაცია არ არის".

ცნობისთვის, 7 ივნისს, 22:25 საათზე, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც სეისმოლოგიური მონაცემებით ირკვევა, ეპიცენტრი იყო სიღნაღი, კერძოდ კი სოფელი ქვემო ბოდბე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...