სიეტლსა და პორტლენდში ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ არეულობა იყო

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებულ შტატებში რადიკალი მემარცხენეობის წარმომადგენლები აჯანყდნენ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ორ დიდ ქალაქში – სიეტლსა და პორტლენდში. ამის შესახებ იტყობინება ორი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტების Twitter ანგარიში.

სიეტლში, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში, შეიჭრნენ ამაზონის მაღაზიასა და სასამართლოს შენობაში, დაწვეს ამერიკის დროშა. როგორც სატელევიზიო კომპანია Fox News განმარტავს, თვითმხილველების მითითებით, მემარცხენე რადიკალური მოძრაობების წარმომადგენლებმა, მათ შორის ანტიფაშისტებმა, პოგრომი მოაწყვეს. პოლიციამ ყაჩაღობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

არეულობები მოხდა პორტლენდშიც. რადიკალ მემარცხენე მომიტინგეებში გამოჩნდა ლოზუნგი “ჩვენ გვსურს არა ბაიდენი, არამედ სამართლიანობა”. 150-კაციანმა ჯგუფმა გატეხა დემოკრატიული პარტიის ქალაქის ოფისი, ჩაამსხვრია მინები და კედლები წარწერები დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა რვა ადამიანი არეულობებში მონაწილეობისთვისა და ცეცხლის გაჩენისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...