სიერა-ლეონეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

სიერა-ლეონეში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, აუსტინა დემბიმ განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, 63 ადამიანი ამ დრომდე სტაციონარში რჩება. აფეთქების შედეგად დაღუპულთა იდენტიფიკაციისთვის დნმ-ის ტესტებს იყენებენ.

აფეთქება 5 ნოემბერს, გვიან საღამოს, ქვეყნის დედაქალაქ ფრიტაუნში მოხდა. ბენზინმზიდი სავსე საწვავის ავზით სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომელსაც გრანიტის ფილები გადაჰქონდა.

კომენტარები
იტვირთება...