Siemens-მა, ყირიმში ტურბინების დამონტაჟების გამო, უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩვრით მიმართა

"სიმენს გაზის ტურბინების ტექნოლოგიამ" და Siemens AG-მა, საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს ქვემო სასამართლოების გადაწყვეტილების გამო, რომლებმაც, ყირიმში გაზის ტურბინების დამონტაჟებასთან დაკავშირებით "ტეხნოპრომექსპორტის" სარჩელი არ დააკმაყოფილეს. შესაბამისი განცხადება 21 აგვისტოს თარიღით არის დარეგისტრირებული.

ივნისის ბოლოს, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა СТГТ-ს საკასაციო სარჩელი, რომლის მიხედვითაც კომპანია ოთხი ტურბინის დაბრუნებას ითხოვდა. აღჭურვილობა "ტექნოპრომექსპორტის" მიერ არის წარმოებული და ტამანის ელექტროსადგურისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ ეს ტურბინები ყირიმის ელექტროსადგურისთვის იქნა გამოყენებული.

გერმანული კომპანია, ევროკავშირის სანქციების გამო, თავისი აღჭურვილობის ნახევარკუნძულზე დამონტაჟების წინააღმდეგი იყო. ევროკავშირმა კი ყირიმის წინააღმდეგ სანქციები, იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დააწესა. Siemens-ის საპასუხოდ, "როსტეხის" სტრუქტურებმაც შეიტანა სარჩელი, სადაც მოთხოვნილია, რომ ყალბად იქნას აღიარებული კონტრაქტის ის პუნქტები, რომლებიც ყირიმში ტურბინების გამოყენების აკრძალვას ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად