Siemens-ის გენერალურმა დირექტორმა ტრამპის ადმინისტრაციას რასიზმის სახე-ხატი უწოდა

გერმანული კომპანია Siemens-ის გენერალურმა დირექტორმა ჯო კაიზერმა თავის ტვიტერზე მწუხარება გამოთქვა, რომ „მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ადმინისტრაცია, ეს თეთრი სახლია, რომელიც რასიზმისა და ქვეყნიდან ხალხის გაყრის ხატი ხდება“.

ამგვარი კომენტარი გააკეთა კაიზერმა ბუნდესტაგის დეპუტატის პოსტზე. პარლამენტარმა რეაგირება მოახდინა დონალდ ტრამპის გამოსვლაზე გრინვილში, სადაც მისმა მომხრეებმა, ქვეყნიდან პოლიტიკოს-დემოკრატ ილჰან ომარის გამოძევება მოსთხოვეს, რომელიც სომალიში დაიბადა.

მან ირონიულად განაცხადა, რომ გერმანიას საბოლოოდ თავად ტრამპის მიღება მოუხდება. Bloomberg-ი განმარტავს, რომ პრეზიდენტის ბაბუა გერმანიიდან აშშ-ში მიგრაციაში XIX საუკუნის მიწურულს წავიდა და მაშინ იგი თავისუფლებას, ტოლერანტობაა და ღიაობას ხედავდა.

დემოკრატიულმა პარტიებმა და ზოგიერთმა მასმედიამ ამერიკის პრეზიდენტს კვლავ რასიზმში დასდეს ბრალი მას მერე, რაც ტრამპმა თავის ტვიტერზე ზოგიერთ პროგრესულ ქალ-დემოკრატებს ქვეყნის დატოვება შესთავაზა: როგორც ჩანს, ისინი აშკარად ყველაზე ცუდი, კორუმპირებული სახელმწიფოებიდან მოვიდნენ. აქ საუბარი იყო დემოკრატული პარტიის ოთხი პოლიტიკოსის შესახებ, მათ შორის ილჰან ომარის, თანაც მათ შორის იგი ერთადერთია, რომელიც აშშ-ში არ დაბადებულა. თავად პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს რასიზმთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, მას ბევრი ადამიანი ეთანხმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...