სიდნეიში სრულად ვაქცინირებული ტურისტები კარანტინის გავლის გარეშე შესვლას შეძლებენ

სიდნეი სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ტურისტები კარანტინის გავლის გარეშე შესვლას შეძლებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცვლილება 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.

“კარანტინი სასტუმროში და კარანტინი სახლში წარსულს ჩაბარდა, მსოფლიოსთვის სიდნეის და ახალ სამხრეთ უელსს ,ვხსნით“,- განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერმა დომინიკ პეროტეტმა.

ცნობისთვის, ავსტრალიამ საზღვრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში დახურა.

კომენტარები
იტვირთება...