სიდნეიში მკაცრი ლოკდაუნი კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივეს

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელმძღვანელობამ, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, სიდნეიში მკაცრი ლოკდაუნის ერთი კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო და ორი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, შეზღუდვები 16 ივნისამდე გაგრძელდება. შეზღუდვები გადაუდებელი შემთხვევბის გარდა, მოსახლეობის სახლში დარჩენას ითვალისწინებს.

პანდემიის დაწყების დღიდან ავსტრალიაში კორონავირუსის 30 800-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 910 შეადგენს. მიუხედვად ვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებლისა, ავსტრალიის ხელისუფლება შეშფოთებულია იმუნიზაციის პროცესის დაბალი ტემპის გამო. ამ დროისთვის 25 მილიონიანი ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ 10 პროცენტია აცრილი.

კომენტარები
იტვირთება...