“სი რექ ჩქიმი გურიშ ვარდი” – ოქროს ღილაკი “ნიჭიერში” რუხის covidკლინიკის ექიმებს (ვიდეო)

“რუსთავი 2”-ის სატელევიზიო მუსიკალური შოუ “ნიჭიერში” მე-6 ოქროს ღილაკი ექიმებს: თემურ კაციას და მამუკა გეგელიას ერგოთ, რომლებიც თბილისის ნიკოლოზ ყიფშიძის რესპუბლიკური კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის რეანემატოლოგები არიან.

თუმცა, პანდემიის გამო უკვე 2 წელიწადია რუხის კოვიდ კლინიკაში მუშაობენ და ძირითადად  ოკუპირებული აფხაზეთიდან  გადმოყვანილი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ზრუნავენ. ექიმებმა სცენაზე მეგრული სიმღერა “სი რექ ჩქიმი გურიშ ვარდი” შეასრულეს და წამყვანების ოქროს ღილაკიც დაიმსახურეს.

კომენტარები
იტვირთება...