შვლის ნუკრის ისტორია კეთილი დასასრულით

დაჭრილი შველის ამბავი, რომელიც სამართალდამცავებმა გადაარჩინეს, დღეს სოციალურ ქსელში ყველაზე სენსიტიური თემა იყო. დღის გმირები აჭარელი სამართალდამცველები გახდნენ. 

 

 ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე აჭარისწყალზე შველი იპოვეს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული. პოლიციის თანამშრომლებმა შველი ბათუმში გადმოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარებაც ჩაუტარეს.

 შველი ამჟამად, ბათუმის ზოოპარკში იმყოფება და რამდენიმე დღე სავარაუდოდ დარჩება მათი ზედამხედველობის ქვეშ. რა ბედი ეწევა შველს, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. 

 

 

კომენტარები
იტვირთება...