შვილის თვალებში არეკლილი გადაწყვეტილება – ლევან ფანცხავას ბლოგი

„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს და ჩვენ ცივი წყალი მოვსვით.

-რა მაგრად თქვა არა?
-ოო, სცენარისტებმა დაუწერეს.

სცენარისტები წერდნენ მისი კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდს და გაამართლა, ფაქტია ახლაც გაამართლა, რადგან იმ მომენტში აღარავის ახსოვდა სხვა არჩევნები, ყველა წერდა და დღემდე წერს უკრაინის უკვე ახალ პრეზიდენტზე.

ალბათ რა მაგარი იქნება სამყარო, როცა მსოფლიოს ლიდერები ვიდრე მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ, მანამდე თვითონ დაკიდებენ კაბინეტებში შვილების სურათებს და გადაწყვეტილების მიღებამდე მათ თვალებში ჩახედავენ.

ჩახედავენ მაშინაც როცა პრინციპული გადაწყვეტილებები მიღება მოუწევთ, მაშინაც როცა იციან რომ შეცდომას უშვებენ, უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს და მაშინაც, როცა ყველაზე ნაკლებად უნდათ ვინმესთან ლაპარაკი და მითუმეტეს თვალებში ჩახედვა, თუნდაც საკუთარი შვილის.

არსებობს წამი როცა საკუთარ თავებს გავურბივართ და გვგონია რომ სამყარო ჩვენს წინააღმდეგ ბრუნავს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ შვილის თვალები არ აძლევს ამავე სამყაროს საშუალებას შენს წინააღმდეგ წავიდეს, ან შენ წახვიდე მის წინააღმდეგ, ყველა ვარიანტში სუფთა უნდა იყო და ალბათ მაშინ ყველაზე ნაკლებად შეგეშინდება იგივე თვალებში ჩახედვის.

ფაქტია შედგა, შედგა და მსოფლიო აალაპარაკმა კაცმა, რომელიც ამავე მსოფლიოს სიცილის თუ არა ღიმილის ინსპირატორი მაინც იყო, ვისთვის დღესაც არის.

მაინც მგონია რომ არ არის ამისთვის საჭირო თანამდებობები გვეკავოს, შავი- სქელი ტყავის, მოზრდილ სავარძელებში ვტრიალებდეთ, რომ კედლებზე ხატებად დავკიდოთ თვალები, ჩვენივე შვილების.

მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

მოვლენა, როგორც ინაუგურაცია, ერთმა წინადადებამ გადაფარა, ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ მსოფლიო პრესის სათაურებად სწორედ მისი ნათვქამი ეს წინადადება გვხვდება.

ზელენსკიმ უკრაინის რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს დანიშნა. საინტერესოა როცა პრეზიდენტის რანგში პირველად ეს გადაწყვტილება მიიღო, ჩახედა თუ არა შვილებს თვალებში.

და თუ კი, მაშინ სწორადაც მოიქცა, სავარაუდოდ.

ყველაზე საინტერესო კი ახლა მაინც ის არის, რა ხდება უკრაინის მაღალჩინოსნების კაბინეტების კედლებზე დღეს, ჩაანაცვლა თუ არა პრეზიდენტის ფოტოები, ბავშვების თვალებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...