“შველა გვჭირდება, უპატრონოდ ვართ!” – ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურში

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ხელვაჩაურის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია. თხილნარის მეურნეობის მოსახლეობა მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზების გაწმენდას, გელოგების მოწვევასა და ტექნიკის მობილიზებას ითხოვდა. 

მათ გამგებლის მოადგილეები შეხვდნენ, თუმცა აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას დაჟინებით იხოვდნენ და პროტესტის ნიშნად ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წევრს შორის.

აქციაზე “ერთიანი ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებოდნენ. გამგეობის შენობასთან აქციის გამართვამდე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მოსახლეობა თხილნარში შეიკრიბა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით სოფელში შემოვლითი გზებიც ჩახერგილია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამგეობამ თხილნარის მეურნეობაში ტექნიკა და გეოლოგი გაგზავნა. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი. ჯუმბერ ვარდმანიძე დარწმუნებულია, რომ აქციის უკან მათი ოპონენტები დგანან. მისი თქმით მოსახლეობა უკვე ინფორმირებული იყო გაწმენდითი სამუშაოების დაწყების შესახებ და მუნიციპალიტეტის გამგებელიც ერთ-ერთ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. „სწორედ ამ დროს მოვიდა გამგეობასთან სოფლის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი სიტუაციის გასარკვევად და ბუნებრივია გამგებელი მათ ვერ შეხვდებოდა“,-აცხადებს გამგებლის მოადგილე. ჯუმბერ ვარდმანიძე მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია აწარმოოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად