შვეიცარულმა ტელეკომპანიამ კამერები აიფონებით და “სელფის ჯოხებით” ჩაანაცვლა

შვეიცარულმა ტელეკომპანიამ სტანდარტული კამერები აიფონებით ჩაანაცვლა და 100%-ით აიფონებით მუშაობაზე გადავიდა, – აღნიშნულის შესახებ PetaPixel-ი წერს.

შვეიცარული გაზეთი Le Temps იუწყება, რომ შვეიცარული ტელემაუწყებლობა Léman Bleu-ს რეპორტიორები აიფონ 6-ითა და "სელფის ჯოხით" მუშაობდნენ პირდაპირ ეთერში.

"ეს უფრო ამარტივებს და უფრო მსუბუქს ხდის სამუშაოს", – აღნიშნავს ტელემაუწყებლობის დირექტორი გაზეთთან საუბრისას. დირექტორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სკანდინავიური საინფორმაციო გამოშვება უკვე მთლიანად აიფონების მოხმარებაზე გადავიდა.

კომენტარები
იტვირთება...