A1 ბანერი

შვეიცარიული Mars One, რომელიც 2023 წლისთვის მარსის კოლონიზაციას გეგმავდა, გაკოტრდა

შვეიცარიის საქალაქო სასამართლომ, ბანკროტად გამოაცხადა კომპანია Mars One Ventures, რომელსაც მარსზე ფრენების ორგანიზება უნდა განეხორციელებინა და პლანეტის კოლონიზაცია უნდა მოეხდინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ, კომპანიის გაკოტრების შესახებ გადაწყვტილება 15 იანვარს მიიღო. პროექტის Mars One ხელმძღვანელმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბას ლანსდორფმა, კომპანიის გაბანკროტების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

“ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრატორთან და ინვესტორთან ერთად, რათა ვიპოვოთ გამოსავალი”, – აცხადებს ბიზნესმენი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არაკომერციული ფონდი Mars One კლავ მუშაობს, თუმცა ინვესტიციების გარეშე ვეღარ იმოქმედებს.

პროექტი Mars One 2012 წელს გაიშვა. კომპანია Mars One ორი ორგანიზაციისგან შედგება: არაკომერციული ფონდისგან Mars One Foundation და კომერციული Mars One Ventures-სგან. Forbes-ის ინფორმაციით, კომპანიის ანგარიშზე მხოლოდ 25 ათასი აშშ დოლარია დარჩენილი.

2013 წელს, 165 ათასმა ადამიანმა გამოთქვა სხვა პლანეტაზე გადასახლების სურვილი. გეგმის მიხედვით, მათი მარსზე გამგზავრება 2023 წლისთვის ჩანიშნული, რის შემდეგაც, ყოველ წელს, მარსზე 4 ასტრონავტის გაგზავნას აპირებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...