შვეიცარიაში ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლებივი საქმე აღძრეს

სპეციალურმა პროკურორმა საქმე ფიფას პრეზიდენტის და შვეიცარიის გენერალური პროკურორის შეხვედრის გარშემო აღძრა.

გასულ კვირას ფიფას პრეზიდენტს და შვეიცარიის გენერალურ პროკურორ მიხაელ ლაუბერს შორის კავშირების შესასწავლად ივნისში დანიშნული სპეციალური პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების სასამართლო მოსმენა გაიმართა. სასამართლოზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გენერალური პროკურორის კანცელარიის მიერ ფიფას კორუფციაში ბრალდების საქმეზე წარმოებული ძიების დროს ის შეეცადა დაემალა ფიფას პრეზიდენტთან შეხვედრის ფაქტი და მოუატყუა საქმეზე ზედამხედველები შვეიცარიის სასამართლო სისტემიდან.
 
სასამართლოზე აღინიშნა, რომ 2016 და 2017 წლებში ლაუბერი და ინფანტინო ერთმანეთს სულ მცირე სამჯერ შეხვდნენ, ლაუბერმა კი ეს საქმეზე დამკვირებლებს დაუმალა.
 
ლაუბერმა სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, თუმცა იგი უარყოფს თავის ბრალეულობას.
 
აღძრულია აგრეთვე საქმე ზემო ვალეს პროკურორის წინააღმდეგ. სპეციალური პროკურორის ინფორმაციით ინფანტინო და ზემო ვალეს პროკურორი შვეიცარიის გენერალურ პროკურორ მიხაელ ლაუბერთან საიდუმლო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
 
ინფანტინო არ უარჰყვია შვეიცარიის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის ფაქტი. მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სრულიად კანონიერია.
 
“ეს ფიფას პრეზიდენტის ფიდუციალური ვალდებულების ნაწილს შეადგენს”, – განაცხადა ინფანტინომ ჟურნალისტებთან ივნისში, ფიფას საბჭოს სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ფიფაში კორუფციასთან დაწყებული გამოძიების გამო ფიფას იმდროინდელი პრეზიდენტ ზეპ ბლატერი გადადგა თანამდებობიდან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად