შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ, ოფიციალურ წრეებზე დაყრდნობით, შვეიცრიული პორტალი swissinfo წერს.

კორონავირუსით ინფიცირება იტალიის მოსაზღვრე კანტონ ტიჩინოს 72 წლის მცხოვრებს დაუდგინდა. იგი 15 თებერვალს იმყოფებოდა იტალიაში და პირველი სიმპტომები მას ორ დღეში აღმოაჩნდა, მაგრამ სახლში დარჩა. ამჟამად იგი ლუგანოს კლინიკაშია იზოლირებული და როგორც იუწყებიან, თავს კარგად გრძნობს. ყველას, ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა, კარანტინში მოათავსებენ და მათ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.
 
FOPH-ის (Federal Office of Public Health-საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური სამსახური) დირექტორის თქმით, შვეიცარია არ ცვლის რისკის შეფასებას და მიიჩნევს რომ ახალი კორონავირუსი მოსახლეობისთვის მხოლოდ ზომიერი რისკის მქონეა.
 
“ჩვენთან სიტუაცია კვლავინდებურად ნორმალურია”, – ამბობს სტრუპლერი. შვეიცარიის მთავრობა მიიცნევს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს და ახალი ზომების აუცილებლობაზე იმ შემთხვევაში იქნება მსჯელობა, თუ შეამჩნევენ, რომ სიტუაცია ვერ კონტროლდება. შვეიცარიაში დღემდე საეჭვოდ მიჩნეულმა 300-მა კაცმა გაიარა შემოწმება, ამჯერად კი 70 კაცი გადის შემოწმებას.
 
შვიცარიამდე კორონოვირუსით დაინფიცირებისპირველი ორი შემთხვევის შესახებ ავსტრიამ განაცხადა. იტალიის მოსაზღვრე ტიროლში ორი იტალიელი, ამჟამად ტიროლში მცხოვრები, რამდენიმე ხნის წინ იტალიაში, ლომბარდიაში მყოფი, აღმოჩნდა დაინფეცირებული.ავტრიაში სულ 200 საეჭვო შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაგრამ საბოლოოდ არცერთში არ დადასტურდა კორონავირუსით დაინფეცირება.
 
იტალიაში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის ინფიცირებულია 322 კაცი. გარდაცვლილთა რაონენობამ, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, 11-ს მიაღწია. იტალიის მთავრობამ გარკვეული ქალაქების იზოლირება მოახდინა, თუმცა ვირუსმა მაინც შეძლო გავრცელება და დღეს იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, სიცილიაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად