შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან, სახლები ერთ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდება (ვიდეო)

ულამაზეს ადგილზე უძრავი ქონების შეძენის მსურველებს ოცნების 1 შვეიცარულ ფრანკად ახდენის შანსი უჩნდებათ.

იტალიურენოვან ტიჩინოს კანტონის გამბარონოს ოლქის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ინდემინოს მიკუთვნებულ პატარა სოფელ მონტი სკიაგაში მდებარე ქვის 9 სახლის, თითოეულის ერთ შვეიცარიულ ფრანკად, გაყიდვის შესახებ.

სოფელი მონტი სკიაგა შვეიცარიის ალპებში, 920 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელ ინდემინოს თავზე, მისგან 18 მილის დაშორებით, იტალიის საზღვართან ახლოს, სამოთხისებრი სილამაზის მქონე ადგილზე მდებარეობს. სოფლიდან ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანს ვედასკის თვალწარმტაცი ხეობა, მაჟორეს ტბამდე.

სახლის, უფრო სწორად კი ნანგრევების შეძენის მსურველებს, ერთადერთი ვალდებულება დაეკისრებათ: აღადგინონ შენობა სამშენებლო კანონების შესაბამისად და გონივრულ ვადებში.

მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილებას მწვანე შუქი სექტემბერში, ადგილობრივ საბჭოზე მოწონების შემდეგ აენთება, მანამდე კი გამბარონოს ოლქის მუნიციპალიტეტი და შვეიცარიის დაცარიელებულ სოფელთა აღორძინების თანამეგობრობის წევრები დროს არ კარგავენ და ინტერნეტში გასაყიდი სახლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სარეკლამო რგოლებს აქვეყნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...