შვეიცარიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ის ინფიცირების 18 შემთხვევა გამოვლინდა

შვეიცარიაში, გასული დრე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ით ინფირებულტა რაოდენობამ 18 შეადგინა. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ქვეყანაში ინფიცირებულია 30,725 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი იუწყება.

23 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 30 725 ადამიანი შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 1641 პაციენტი.

27 აპრილს შვეიცარიაში COVID-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. ხელახლა გაიხსნა საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, სამედიცინო და სტომატოლოგიური ოფისები, ყვავილების მაღაზიები და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიები. შემსუბუქების მეორე ეტაპი 11 მაისს დაიწყო.

გაიხსნა ყველა მაღაზია, რესტორნებმა და ბარებმა განაახლეს მუშაობა, ევროკავშირის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შესვლის აკრძალვა ნაწილობრივ მოიხსნა. 28 მაისიდან დაშვებულია ყველა სარწმუნოების ეკლესიების გახსნა. შემსუბუქების მესამე ეტაპი, თუ სიტუაცია სტაბილური იქნება, დაგეგმილია 8 ივნისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად